ჩვენს შესახებ


სააქციო საზოგადოება სარინი ჩამოყალიბდა 1995წ. „საქმთავარმშენის“ ბაზაზე. თავის მხრივ შექმნილი იქნა მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად.

კომპანიის ძირითად პროფილს წარმოადგენს სტანდარტული და არასტანდარტული ლითონის კონსტრუქციებისა და მოწყობილობა - დანადგარების დამზადება მონტაჟი.

კომპანიაში პერმანენტულ ბაზაზე დასაქმებულია 150 კაცი, თუმცა გაზრდილი მოცულობების შემთხვევაში კომპანია აქტიურად იყენებს აუტსორსინგს.

კომპანია განსაკუთრებით მაღალი რეპუტაციით სარგებლობს არასტანდარტული მოწყობილობების დამზადება და მონტაჟის სფეროში.

შესრულებული სამუშაოების მაღალი საშემსრულებლო ხარისხმა, მრავალი რთული ტექნიკური დავალებების წარმატებულმა გადაწყვეტამ, განაპირობა ის ფაქტი, რომ კომპანია თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ინდუსტრიულ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა: HC,BP,GIG, GIEC.


2015 წელს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეყო დამზადებისა და ინსტალაციების მიმართულებები და ჩამოაყალიბა კომპანია შპს სარინი+, რომელიც კონცენტრირებულია მხოლოდ საინსტალაციო და გამართვითი სამუშაოების წარმოებაზე.

მუდმივი ზრუნვა განვითარებისთვის, მაღალი საშემსრულებლო ხარისხი და ინოვაციები კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

იმედია, საიტზე განთავსებული მასალა მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ.


საუკეთესო სურვილებით და თანამშრომლობის იმედით.